ვლადიმერ ხოჭოლავა
მათემატიკოსი
დაბადების თარიღი 1954
1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურა 1979 წელს.
1976-1983 წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის უმაღლესი მათემატიკის N63 კათედრის ასისტენტი. 1984-2004 წლებში იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი მათემატიკის N63 კათედრის დოცენტი. 2005-2006 წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი მათემატიკის N63 კათედრის პროფესორი. 2006 წლიდან –საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტის მათემატიკური ანალიზის მიმართულების სრული პროფესორი. 2006 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი. 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. კვლევის თემა: მონაცემთა გადაცემის თანამედროვე სისტემების პროექტირების ზოგიერთი მათემატიკური პრობლემები. მართვის პროცესების ინჟინერი. 2005 წლიდან არის ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.