ბესო ხვედელიძე
მწერალი
დაბადების თარიღი 1972
1996 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.
2003 წლიდან დღემდე მუშაობს ჟურნალ "ალმანახი"-ს მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე. ასევე არის ლიტერატურული ალმანახის "ახალი თარგმანები"-ს მთავარი რედაქტორი.
მუშაობდა თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრის სამსახურში სამხედრო კორესპონდენტად, შემდეგ პირველ რადიოში მუსიკალურ წამყვანად. ბესო ხვედელიძე დღესდღეობით იბეჭდება მრავალ ჟურნალსა და ალმანახში. არის არაერთი ცნობილი ქართული ლიტერატურული პრემიის მფლობელი.