მაკა ჯოხაძე
ლიტერატურათმცოდნე
დაბადების თარიღი 1948
1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.
პირველი მოთხრობა გამოაქვეყნა 1969 წელს, პირველი პროზაული კრებული "გურამ-გურამ" - 1976 წელს და მას შემდეგ იბეჭდება საქართველოში, რუსეთსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში. მას ეკუთვნის მოთხრობების წიგნები "გადარჩენილი პეიზაჟი" (1984), "შეხვედრა" (1985), პიესები: "ორი ცხოვრება" (1986), "პერსონალური გამოფენა", "სასოწარკვეთილთა თეატრი" და სხვ. 1986 წელს, ქართული კულტურის დღეებთან დაკავშირებით, იმყოფებოდა ინდოეთში, რაბირდრანთ თაგორის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით. იქ გამოვიდა მოხსენებით, რომელიც ითარგმნა და დაიბეჭდა ბენგალურ ენაზე. 1989 წელს მიწვეული იყო პარიზში, ჟორჟ პომპიდუს სახელობის ცენტრის მიერ მოწყობილ მსოფლიოს მწერალ ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე. არის სცენარის ავტორი დოკუმენტური ფილმისა - "ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის" (1991). 2000 წლიდან გაზეთ (შემდგომში ჟურნალ) "ჩვენი მწერლობის" ჯერ პროზისა, შემდეგ კი პოეზიის განყოფილებების რედაქტორია.