რევაზ დანელია
მათემატიკოსი
დაბადების თარიღი 1947
1968 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა–მათემატიკის ფაკულტეტი მათემატიკის სპეციალობით.
1968 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად; 1971-1996 წლებში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მათემატიკის კათედრაზე; 1981-1984 წლებში მივლინებული იყო მოსკოვში მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში დრეკადობის თეორიის კათედრაზე; 1996 წლიდან პედაგოგიური საქმიანობა გააგრძელა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში; იყო უმაღლესი მათემატიკისა და თეორიული მექანიკის კათედრის გამგე; მისი მეცნიერული კვლევის ძირითადი სფეროა ჰიდროტექნიკა, კერძოდ მელიორაცია; მან დაადგინა სამელიორაციო ჰიდროკვანძების კაშხლის ზედაპირზე მიწისძვრით წარმოქმნილი ჰიდროდინამიკური წნევები, წყალსაცავის ფსკერზე გრუნტში გავრცელებული სეისმური ტალღის გათვალისწინებით; გამოქვეყნებული აქვს მრავალი სახელმძღვანელო და მონოგრაფია; 1999 წლიდან არის ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, 2001 წლიდან პროფესორი.