დალი დანელია
ფილოსოფოსი
დაბადების თარიღი 1931
1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი.
1957 წელს მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ფილოსოფიის ისტორიის განყოფილებაში; 1999–2006 წლებში იყო სავლე წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის საზღვარგარეთის ფილოსოფიის ისტორიის განყოფილების გამგე; 2006–2011 წლებში ამავე განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. მრავალი წლის მანძილზე კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის, ისტორიის, გეოგრაფია-გეოლოგიის, ფიზიკის ფაკულტეტებზე, თბილისის პოლიტოლოგიის, სოციოლოგიის და ადამიანთმცოდნეობის ინსტიტუტში ჟურნალისტიკა-სოციოლოგიის ფაკულტეტზე.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ლუდვიგ ფოიერბახის ფილოსოფია, დაიცვა 1959 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ირაციონალისტური ფილოსოფია და მოდერნიზმი", დაიცვა 1999 წელს.