გურამ ბერიშვილი
მათემატიკოსი
დაბადების თარიღი 1933
1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, 1962 წელს ასპირანტურა.
1962 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას. 1996-2000 წლებში იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციის განყოფილების გამგე; საქართველოში კატეგორიათა თეორიის განვითარების ინიციატორი, კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი, სამეცნიერო შრომებისა და სახელმძღვანელოების ავტორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.