ფილიპე ბერიძე
ლიტერატურათმცოდნე
დაბადების თარიღი 1932
1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება.
1958–1961 წლებში მუშაობდა რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიის კომიტეტში კორესპონდენტად; 1961-1966 წლებში გაზეთ "სოფლის ცხოვრებაში" კულტურის განყოფილების გამგედ; 1966-1970 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ლიტერატურის ინსტიტუტის თეორიის განყოფილების მეცნიერ მუშაკად; იკვლევდა ლირიკის თავისებურებებს; ჟურნალში – "მნათობი", "ცისკარი", "საბჭოთა ხელოვნება", "ლიტერატურული საქართველო", "პიონერი", "დილა" განიხილავდა , აფასებდა, და აჯამებდა ქართული ლიტერატურის თავისებურებებს, განვითარების გზას, ლიტერატურულ პროცესებს; იყო ლიტერატურათმცოდნე, ლიტერატურის კრიტიკოსი, მთარგმნელი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ლირიკის გამომსახველობითი თავისებურებები", დაიცვა 1966 წელს.
შრომები:
- ლიტერატურული წერილები, თბ.: ნაკადული, 1972.
- პოეზია უპირველეს ყოვლისა, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1968.