ვალერიან ადვაძე
ეკონომისტი
დაბადების თარიღი 1931
1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.
1953–1956 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში; 1956–1988 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე ასისტენტის, უფროსი მასწავლებლის, დოცენტის, პროფესორის და სახალხო მეურნეობის ისტორიისა და ეკონომიკური მოძღვრების ისტორიის კათედრის გამგედ; ერთდროულად 1978 წლიდან იყო საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტთან არსებული ეკონომიკური დაგეგმვისა და მართვის სამეცნიერო–კვლევითი ინტიტუტის დირექტორის მოადგილე; 1988 წლიდან დირექტორი; ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მიმნიჭებელ სპეციალურ საბჭოს; კვლევის ძირითადი სფერო იყო საქართველოს ეკონომიკა: მისი ომის შემდგომი განვითარება, პრობლემები, პერსპექტივები, მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკის ისტორიის საკითხები; აქტიურად მონაწილეობდა რესპუბლიკის საზოგადოების პოლიტიკურ ცხოვრებაში; 1992 წლიდან იყო საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი.
შრომები
- ეკონომიკური აზროვნების დეფიციტი, თბ.: მერანი, 2005.
- კაპიტალისტური ქვეყენების ეკონომიური ისტორია, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1978.
- კაპიტალისტური ქვეყნების ეკონომიური ისტორია, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1975.
- საბჭოთა საქართველოს ეკონომიკა მეთერთმეტე ხუთწლედში, თბ.: 1981.
- საზღვარგარეთის სოციალისტური ქვეყნების ეკონომიური ისტორია, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1968.
- საქართველოს სსრ ეკონომიური განვითარება ომის შემდგომ პერიოდში, თბ.: საბჭთა საქართველო, 1968.
- საქართველოს სსრ მრეწველობის ზრდის ტემპები და სტრუქტურა ომის შემდგომ პერიოდში, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1970.
- სსრ კავშირის ეკონომიური ისტორია, ნაწილი პირველი, თბ.: 1971.
- სსრ კავშირის ეკონომიური ისტორია, ნაწილი მეორე, თბ.: 1973.
- სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაჩქარება: საქართველოს სსრ გამოცდილება, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1987.
- საბჭოთა საქართველოს ეკონომიკა, თბ.: 1977.