ბონდო არველაძე
ენათმეცნიერი
დაბადების თარიღი 1932
1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი სომხური ფილოლოგიის განხრით.
მისი შრომები, რომლებიც ძირითადად ეძღვნება ქართულ-სომხურ ლიტერატურულ-კულტურულ ურთიერთობას, გამოქვეყნებულია ქართულ, რუსულ და სომხურ ენებზე. ბ. არველაძის წიგნებიდან აღსანიშნავია: "ქართულ-სომხური ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიიდან" (1967), "ნარკვევები XX საუკუნის ქართულ-სომხური ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიიდან" (1969), "ოვანეს თუმანიანი და საქართველო" (1969), "მეგობრობის ნათელი ფურცლები" (1976), "ეღიშე ჩარენცი და საქართველო" (1977), "იოსებ გრიშაშვილის პოეტური სამყარო", "ქართულ-სომხური ლიტერატურული ურთიერთობანი XIX-XX საუკუნეებში" (ქართული საზოგადოებისა და ხ. აბოვიანის, გ. სუნდუკიანის, ჰ. თუმანიანის შემოქმედება, 1978), "ვაჰან ტერიანი" (1985), "ძმობის ჩუქურთმა", "საიათნოვა" (1988) და სხვა. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(1980).
შრომები
- გაბრიელ სუნდუკიანი და ქართული სინამდვილე, თბ.: ხელოვნება, 1976.
- ეღიშე ჩარენცი და საქართველო, თბ.: 1977.
- ნარკვევები მეოცე საუკუნის ქართულ-სიმხური ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიიდან, თბ.: მეცნიერება, 1969.
- ავეტიქ ისაკიანი, თბ.: 1975.
- იოსებ გრიშაშვილის პოეტური სამყარო, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1976.
- ოვანეს თუმანიანი და საქართველო, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1969.
- საიათნოვა, თბ.: 1988.
- ხალხთა მეგობრობის დიდი ქომაგი: გამოჩენილი სომეხი პოეტის ვაჰან ტერიანის დაბადების 100 წლისთავის გამო, თბ.: 1985.
- ძმობის ჩუქურთმა, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1987.