ალექსანდრა კავკასიძე
ბიბლიოგრაფი
დაბადების თარიღი 1908
1928 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტი ენისა და ლიტერატურის სპეციალობით.
1937-1942 წლებში შეთავსებით მუშაობდა საქართველოს ალკკ ცეკასთან არსებულ პიონერხელმძღვანელთა რესპუბლიკურ სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 1942 წლიდან კ. მარქსის სახელობის რესპუბლიკურ ბიბლიოთეკაში დარბაზების განყოფილების გამგედ; 1954 წლიდან ამავე ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო ნაწილში, ხოლო 1968-1984 წლებში ბიბლიოთეკის დირექტორად. მისი რედაქტორობით დაისტამბა "ქართული პერიოდული გამოცემების ანალიტიკური ბიბლიოგრაფიის" რამდენიმე ტომი, რომელიც შემდგომში ქართველ მეცნიერთა სამაგიდო წიგნი გახდა.