გიორგი კალანდია
ისტორიკოსი
დაბადების თარიღი 1975
1996 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.
1997 წელს იყო სტუდია "აუდიენციის" ჟურნალისტი; ამავე წელს მიღებული აქვს მედალი სტუდენტური მოღვაწეობისათვის; 2001 წელს იყო რადიო "აუდიენციის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი; 2002 წელს რადიო "იმედის" ახალი ამბების პროდიუსერი და ტელეკომპანია "მზის" ჟურნალისტი; 2005 წელს ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "ჩვენებურების" ავტორი; 2006-2008 წლებში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე; 2008 წელს სტუდია "TBC TV"–ის გადაცემა "ჩვენებურების" ავტორი; 2009 წლიდან არის საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი.
დისერტაციის თემა – "ოდიშის საეპისკოპოსოთა ისტორია" – ცაიში, ბედია, მოქვი, ხობი, დაიცვა 2003 წელს. 2000 წლიდან არის დადიანების სასახლეთა გადარჩენის ფონდის თავმჯდომარე, მასმედიის განვითარებისა და დემოკრატიზაციის ასოციაციის თავმჯდომარე. 2006 წლიდან არის მსოფლიო მუზეუმთა გაერთიანება - ICOM, წევრი.