თეიმურაზ ტორონჯაძე
მათემატიკოსი
დაბადების თარიღი 1949
1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1972-1975 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი და სტაჟიორი მოსკოვის ვ. სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში.
1976-1983 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. 1976-1994 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის კათედრაზე მიწვეული ლექტორი.
1994-2009 წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი გამოყენებითი მათემატიკის კათედრაზე და შემდეგ ამავე კათედრის გამგე; 1983-2006 წლებში ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის განყოფილების წამყვანი მეცნიერ-მუშაკი და შემდეგ ამავე განყოფილების გამგე. 2005 წლიდან - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი, სრული პროფესორი. კვლევის თემა: სტოქასტური განტოლებები სემიმარტინგალის პარამეტრის შეფასების ამოცანებში. არის მრავალი სპეცკურსისა და პროექტის ავტორი მათემატიკის სფეროში; ] მონაწილეობდა მრავალ სიმპოზიუმში საქართველოში და საზღვარგარეთ; არის დაახლოებით 70 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოების ავტორი; გამოქვეყნებული აქვს მრავალი სტატია.