ნოდარ სარჯველაძე
ფსიქოლოგი
დაბადების თარიღი 1945
1968 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი.
1968-1971 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი.
მისი მეცნიერული კვლევის მიმართულებებია: პიროვნების ფსიქოლოგია, სოციალური ფსიქოლოგია, ფსიქოთერაპია, ფსიქოლოგიის ფილოსოფიური პრობლემები.
1988 წლიდან ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორია. საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. 1996 წელს დააფუძნა ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი.