მედეა (დეა) მეტრეველი
ფილოლოგი
დაბადების თარიღი 1978
2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა, სპეციალობით ბიზანტინისტიკა და ნეოგრეცისტიკა.
2002-2017 წლებში კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში ახალ ბერძნულ ენასა და ლიტერატურაში; 2005 წელს, სადისერტაციო ნაშრომზე მუშაობასთან დაკავშირებით, მოიპოვა ათენის აკადემიასთან არსებული კოსტას და ელენი ურანისების საქველმოქმედო ფონდის სტიპენდია; 2010-2014 წლებში ხელმძღვანელობდა ქართული წიგნისა და ლიტერატურის პროგრამას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში; 2014-2019 წლებში სსიპ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრს; 2015-2018 წლებში ხელმძღვანელობდა 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტს; 2012 წელს მედეა მეტრეველი გახდა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამის INTERNATIONAL VISITOR LEADERSHIP PROGRAM (IVLP) სტიპენდიანტი, ხოლო 2013 წელს ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის Cultural Leadership International სტიპენდიანტი; 2019 წლიდან მუშაობს ააიპ ქართული ლიტერატურული ინიციატივის დირექტორად; ნეოგრეცოსტიკის დარგში არის რამდენიმე სამეცნიერო პუბლიკაციის და წიგნის ავტორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა 2006 წელს.
2018 წელს მიენიჭა ღირსების ორდენი, ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის.