გივი ლომიძე
ფილოლოგი
დაბადების თარიღი 1928
დაბადების ადგილი: სოფელი ბზვანი, ვანის რაიონი.
1950 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
წლების განმავლობაში დაკავებული იყო სამეცნიერო საქმიანობით და პედაგოგიური მოღვაწეობით თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში. არის მრავალი სტატიისა და ნაშრომის ავტორი.
სადისერტაციო თემა – "დრამის თეორია ქართულ მხატვრულ კრიტიკასა და ესთეტიკურ ნააზრევში (XIX საუკუნეში)", დაიცვა 1987 წელს.