ჯუმბერ რუსიაშვილი
იურისტი
დაბადების თარიღი 1950
1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1976 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურა.
1976-1981 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში მეცნიერ-მუშაკად;
1981-1983 წლებში მუშაობდა საქართველოს სსრ უმაღლეს სასამართლოში კონსულტანტად, უფროს კონსულტანტად;
1982-1984 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე;
1991-1999 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
1999-2001 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განზოგადების განყოფილების სექტორის გამგედ;
2001-2005 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე;
2005 წლიდან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე; არის სამეცნიერო სტატიების ავტორი, თანაავტორი ნაშრომებისა: "სამოქალაქო სამართლებრივი ნორმა და მისი შეფარდება" (1977), "საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის კომენტარი" (2000).