დავით კვესელავა
მათემატიკოსი
დაბადების თარიღი 1911
დაიბადა 1911 წლის 25 აგვისტოს.
1936 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი.
1952-1978 წლებში იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი ცენტრის დირექტორი, იკვლევდა კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორიისა და გამოთვლითი მათემატიკის საკითხებს.
1952 წლიდან არის ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, 1954 წლიდან პროფესორი.
1966 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე.
ბიბლიოგრაფია:
- კომპლექსური ცვლადის ფუნქციები. ნაწ. 1. თბ.: თსუ გამომცემლობა, 1966.