თამაზ კვაჭანტირაძე
ფილოლოგი
დაბადების თარიღი 1940
დაიბადა 1940 წლის 7 ივნისს, ქ. თბილისში.
1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1963-2006 წლებში იყო ახალი ქართული ენის კათედრის თანამშრომელი;
საკანდიდატო დისერტაციის თემა – "მსგავსებითი შედარება ქართულში", დაიცვა 1978 წელს.
1978-1990 წლებში იყო ჟურნალის – "ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში" ("ბალავარი") რედაქტორი;
1975-1990 წლებში ავტორი და წამყვანი საავტორო ტელეციკლისა "ტელეციკლი ქართულ ენასა და ლიტერატურაში";
1993-1998 წლებში საქართველოს განათლების მინისტრი;
2000-2008 წლებში საქათველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრის უფროსი;
2000 წელს მიღებული აქვს ღირსების ორდენი, 2004 წელს საქართველოს სახელმწიფო პრემია, 2011 წელს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.
- მსგავსებითი შედარება ქართულში, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1978.