თენგიზ გიორგაძე
ჟურნალისტი
დაბადების თარიღი 1925
1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1994, 1996, 1998 წლებში იყო მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მსაჯი;
1950-1984 წლებში გაზეთ "ლელოს" ჭადრაკის განყოფილების გამგე;
1984-1987 წლებში საჭადრაკო გაზეთ "მერანის" პირველი რედაქტორი;
1997–2000 წლებში ყოველთვიურ ჟურნალ "ჭადრაკის სამყაროს" მთავარი რედაქტორი;
1968-1996 წლებში საქტელეჭადრაკის ჟურნალ "სამორინეს" წამყვანი და ავტორი;
1977 წლიდან საქართველოს ფიზაღზრდისა და სპორტის აკადემიის პედაგოგი და ერთ–ერთი დამაარსებელი; გამოცემული აქვს 50–მდე წიგნი, მათ შორის: "ქართული ჭადრაკის მატიანე"(სამტომეული 1995, 1997, 2000).
2004 წლიდან იყო პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, 2005 წლიდან პროფესორი.
ადამიანს ჭადრაკი სჭირდება, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1979.
ბრძოლა სასოფლო ჩემპიონობისათვის, თბ.: 1960.
ბრძოლა საჭადრაკო გვირგვინისთვის, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1980.
გზა მწვერვალისკენ, თბ.: ნაკადული, 1963.
და კვლავ მაია, თბ.: ნაკადული, 1982.
დედოფალი ტახტიდან არ ჩამოდის, თბ.: ნაკადული, 1973.
დედოფალი ულოცავს დედოფალს, თბ.: ნაკადული, 1979.
ვერა მენჩიკიდან მაია ჩიბურდანიძემდე, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1981.
ვიდრე ჭადრაკს მიუსხდებით, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1974.
თამაშობს ანდრია დადიანი, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1972.
თორმეტი ტურნირი სოხუმში, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1965.
კიდევ ერთი გამარჯვება, თბ.: ნაკადული, 1988.
ნიჭის ახალი აფეთქება, თბ.: ნაკადული, 1986.
საქართველოს მოჭადრაკე ქალები, თბ.: 1980.
საჭადრაკო ლიტერატურა საქართველოში, ბიბლიოგრაფია: 1903-1990 წწ., თბ.: მეცნიერება, 1991.
საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონები,. თბ.: 1984.
საჭადრაკო შემოდგომა თელავში, თბ.: ნაკადული 1989.
ტახტზე მესამედ ასვლა, თბ.: ნაკადული, 1970.
ქარტეხილი ჭადრაკის სადედოფლოში, თბ.: ნაკადული, 1976.
ცხოვრება ვიქტორ გოგლიძისა, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1985.
ჭადრაკი ძველ საქართველოში, თბ.: 1970.
ჭადრაკის ანბანი, თბ.: განათლება, 1974.
ჭადრაკის ჯადოსნური სამყარო, თბ.: 1971.
ჭადრაკის გამიჯნურებულნი, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1967.