პაატა ცნობილაძე
იურისტი
დაბადების თარიღი 1967
1989 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1991 წელს ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა.
სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა იურიდიული ფაკულტეტის სამართლის თეორიისა და კონსტიტუციური სამართლის კათედრის უფროს მასწავლებელად, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ.
2004 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.
1994-2004 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის თეორიისა და კონსტიტუციური სამართლის კათედრის დოცენტი. პრეზიდენტის სახელობის სტიპენდიანტი.
2009 წლიდან დღემდე არის საქართველოს მუნიციპალური სამართლის ასოციაციის პრეზიდენტი, ევროპის სამართლის აკადემიის წევრი და ევროპის კავშირის ქვეყნების იურისტთა ასოციაციის ასოცირებული წევრი.
საქართველოს კონსტიტუციური სამართალი, თბ.: უნივერსალი, 2005.