ოთარ ჯანელიძე
ისტორიკოსი
დაბადების თარიღი 1954
1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.
სხვადასხვა პერიოდში იყო საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარი. არის საქართველოს ისტორიის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენერი.
ეწევა სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას. იკვლევს საქართველოს ახალი და თანამედროვე ისტორიის პრობლემებს.
1986 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე ,,უკრაინის უნივერსიტეტების ქართველი სტუდენტობა1900-1917 წლებში“.
1999 წელს სადოქტორო დისერტაცია თემაზე: “საქართველოს ეროვნული-დემოკრატიული პარტიის ისტორია 1917-1923 წწ.’’.
ოთარ ჯანელიძე არის 130-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 12 მონოგრაფიის, საქართველოს ისტორიაში სასკოლო და საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოების ავტორი და თანაავტორი. ოთარ ჯანელიძის პირველი წიგნი "26 მაისიდან 25 თებერვლისაკენ", 1990 წელს გამოქვეყნდა. მისი სამეცნიერო პუბლიკაციები დაბეჭდილია გერმანულ,ინგლისურ, ფრანგულ, ბულგარულ, თურქულ, რუსულ და უკრაინულ ენებზე. მკვლევარს საერთაშორისო აღიარება მოუტანა პროფესორ ნოდარ ასათიანთან ერთად შექმნილმა წიგნმა "History of Georgia" (2009).
- აკაკი სურგულაძე: მეცნიერი და მოღვაწე, თბ.: საქ. მეცნ. ერ. აკადემია, 2013.
- ზუბალაშვილები. დავით სარაჯიშვილი. აკაკი ხოშტარია. მიტროფანე ლაღიძე და სხვანი, თბ.: 2020.
- ივანე ჯავახიშვილის კვალდაკვალ, თბ.: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, 2018.
- 26 მაისიდან 25 თებერვლისკენ, თბ.: 1990.
- საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის ნარკვევები, თბ.: 2008.