გივი ჭანუყვაძე
ეკონომისტი
დაბადების თარიღი 1924
გივი ჭანუყვაძე დაიბადა 1924 წლის 14 იანვარს, ოზურგეთის რაიონ, ,სოფელ ცხემლისხიდში.
1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
1966 წლიდან ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორია, 1967 წლიდან პროფესორი.
1967-1979 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი. 1971 წლიდან ამავე უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტების პოლიტეკონომიკის კათედრის გამგე.
1978 წლიდან პრორექტორი ეკონომიკური ფაკულტეტების მუშაობის დარგში.
მისი ნაშრომები ძირითადად ეხება თანამედროვე ბურჟუაზიულ პოლიტეკონომიურ კრიტიკას.
გივი ჭანუყვაძე არის 100-მდე მეცნიერული შრომის ავტორი.მისი შრომები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, პოლონურ და ჩეხურ ენებზე