მარინა ჩიტაშვილი
ფსიქოლოგი
დაბადების თარიღი 1958
დაიბადა 1958 წლის 7 მარტს.
1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი.
1989 წელს დაამთავრა დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი, ხოლო 1999 წლიდან ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორია.
1998-2011 წლებში იყო სამეცდიცინო-დიაგნოსტიკური ცენტრი - ,,ლეჩკომბინატის’’ ფსიქოლოგი.
2003-2013 წლებში სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის დირექტორი.
2013-2014 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სტრატეგიულ განვითარებაში.
2014-2017 წლებში შოთა რუსთაველის სამეცნიერო ეროვნული ფონდის დირექტორი.
1999 წლიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია.
სოციალურ მეცნიერებათა ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი.
სხვადასხვა დროს, როგორც მეცნიერ-მკვლევარი, მიწვეული იყო ლუნდის (შვეიცარია), უელსის (დიდი ბრიტანეთი), მიუნხენის (გერმანია) და სტენფორდის (აშშ) უნივერსიტეტებში.
არის რამდენიმე წიგნისა და 40-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი:
- განწყობის მოქმედება ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტში, თბილისი.: მეცნიერება, 1988.
- რელიგიურობის ფსიქოლოგია: ემპირიული კვლევები :რელიგიური ორიენტაციის ტიპი, პიროვნული მახასიათებლები და სოციალური კოგნიცია ქართველ მართლმადიდებლებთან, თბილისი.: 1998.
- ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხების ეროვნული კვლევა საქართველოში, თბილისი.: 2010.