გიორგი იმნაძე
ექიმი
დაბადების თარიღი 1954
დაიბადა 1954 წლის 6 სექტემბერს.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1977 წელს.
1978–1979 წლებში მუშაობდა ქალაქის მე–2 კლინიკურ საავადმყოფოში; 1979–1980 წლებში მე–4 მთავარ სამმართველოს საავადმყოფოს კარდიოლოგიურ განყოფილებაში; 1980–1982 წლებში კლინიკური ორდინატურა გაიარა კარდიოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში; 1982–1998 წლებში ამავე ინსტიტუტის რითმის მოშლის განყოფილებაში; 1993 წლიდან ფუნქციური დიაგნოსტიკის განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 14 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება გულის რითმის დარღვევების მექანიზმებსა და მკურნალობას, გულის ელექტროსტიმულაციის მეთოდების გამოყენებას. კარდეიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ანტირითმული პრეპარატების შერჩევა სუპერავენტრიკულური პაროქსიზმული ტაქიარითმიის ეპიზოდური მკურნალობისათვის გულის ტრანსეზოფაგური ელექტროსტიმულაციის მეთოდის გამოყენებით", დაიცვა 1993 წელს.