არჩილ უგულავა
ფიზიკოსი
დაბადების თარიღი 1947
დაიბადა 1947 წლის 20 აგვისტოს ქ. თბილისში.
1970 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი.
1974 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: "ფონონური ვიწრო ყელის პრობლემა მაგნიტურ რეზონანსში".
1988 წელს სადოქტორო დისერტაცია თემაზე: "რეგულარული და სტოქასტიური სპინური დინამიკა".
2003-2005 წლებში იყო თეორიული ფიზიკის ლაბორატორიის გამგე.
2005 წლიდან არის სრული პროფესორი. მეცნიერებათა დოქტორი.
არის ავტორი წიგნისა ,,სტატისტიკური ფიზიკა’’ (2005 წ.)