მანანა პაიჭაძე
ფილოლოგი
დაბადების თარიღი 1959
დაიბადა 1959 წელს.
1976-1979 წლებში სწავლობდა თსუ დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის გერმანულ განყოფილებაზე.
1979-1982 წლებში სწავლობდა იენის ფ. შილერის სახელობის უნივერსიტეტში, კვალიფიკაცია: რომანულ-გერმანიკული ფილოლოგია, დიპლომირებული გერმანისტი, გერმანული და ინგლისური ენების მასწავლებელი.
1983-1985 წლებში იყო თსუს გერმანული ფილოლოგიის კათედრის დასწრებული ასპირანტი.
1986 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ლექსიკური ფაქტორების გავლენა ზმნური გვარის მექანიზმზე თანამედროვე გერმანულ ენაში”.
1992 წელს დაამთავრა დოქტორანტურა გერმანიის ქ. ლაიფციგის უნივერსიტეტში და იქვე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „რეფლექსურობის კატეგორია თანამედროვე გერმანულ ენაში - გრამატიკული სტატუსი და გამოხატვის ფორმები“.
1988-1990 წლებში იყო თსუ გერმანული ფილოლოგიის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი.
1990 - 1992 წლებში იყო თსუ გერმანული ფილოლოგიის კათედრის უფროსი მასწავლებელი.
1992 - 1995 წლებში თსუ გერმანული ფილოლოგიის კათედრის პროფესორი. 1995 წელს მიენიჭა პროფესორის აკადემიური წოდება .
1995 - 2006 წლებში იყო თსუ რომანულ-გერმანიკული ენათმეცნიერების კათედრის გამგე.
ავტორია 53 სამეცნიერო ნაშრომის და 2 მონოგრაფიის.