მაია ივანიძე
იურისტი
დაბადების თარიღი 1967
1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1990 წელს იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის ლაბორანტი, 1994 წლიდან ამავე კათედრის მაძიებელი.
1999 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,რელიგიური დანაშაული’’ და მიენიჭა დოცენტის წოდება.
2003 წელს გახდა თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე, ხოლო 2006 წელს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.
2011 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის მიმართულების პროფესორია.
მაია ივანიძე გახლავთ არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი და სახელმძღვანელოს თანაავტორი.