საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მაია ახალკაცი
ბიოლოგი
დაბადების თარიღი 1958

დაიბადა 1959 წლის 30 დეკემბერს. 1976 წელს დაამთავრა ყვარლის რაიონის, სოფელ შილდის მეორე საშუალო სკოლა. 1971-1981 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე. 1981-1984 წლებში გაიარა ასპირანტურის კურსი კომაროვის სახელობის ბოტანიკურ ინსტიტუტში (სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი). 1986 წელს ამავე ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე – „Urticaceae-ს ოჯახის ზოგიერთი წარმომადგენლის ტრიქომების ულტრასტრუქტურა“. 1985-1986 წლებში იყო ბოტანიკის ინსტიტუტის უმცროსი, ხოლო 1986-1992 წლებში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1997-2012 წლებში საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ,,ორქისის’’ თავმჯდომარე. 2002 წლიდან ბოტანიკის ინსტიტუტის მცენარის გენეტიკური რესურსების განყოფილების გამგე. 2013 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორია. 1997 წელს გახდა მეცნიერთა გაცვლის საერთაშორისო ფონდის (IREX) სტიპენდიანტი. 1997-1999 წლებში იყო ა. ფონ ჰუმბოლტის ფონდის სტიპენდიანტი. 1997 წლიდან აშშ-ის და გერმანიის ბოტანიკური საზოგადოების წევრია. 2006 წელს დაიცვა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სტატუსი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტში თემაზე: „მცენარის რეპროდუქციული სტრატეგიის სტრუქტურულ-ფუნქციური ასპექტები“. 2015 წლიდან არის საქართველოს ბოტანიკური თანასაზოგადოების დამფუძნებელი. მაია ახალკაცის ძირითადი კვლევითი საკითხებია: მცენარეთა ანატომია, მორფოლოგია და რეპროდუქცია, ბიომრავალფეროვნება, მცენარეთა გენეტიკური რესურსები და სხვ. გამოქვეყნებული აქვს 88 სამეცნიერო ნაშრომი. მისი სამეცნიერო ინტერესის სფეროა: მცენარეთა ანატომია, მცენარეთა მორფოლოგია, მცენარეთა რეპროდუქციული ბიოლოგია ბიომრავალფეროვნება, მცენარეთა კონსერვაცია, მცენარეთა გენეტიკური რესურსები, მცენარეთა ველური მონათესავე სახეობები, მცენარეთა ჯიშების მოშინაურება, სამკურნალო მცენარეები, მიკროსკოპია და ა.შ. 1992, 1993, 1994, 2000 და 2001 წლებში სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიაში. 2010 წელს გინესის უნივერსიტეტში. 1997 წელს აშშ-ში. წლების განმავლობაში სამეცნიერო პროექტებისათვის მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო გრანტი. მათ შორის აღსანიშნავია: Volkswagen Foundation-ის გრანტი 2002, 2004 და 2010-2012 წლებში. საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ფონდის გრანტი 2002 წელს. შვეიცარიის მეცნიერებათა აკადემიის პროგრამა ,,სკოპის’’ გრანტი 2006-2008 და 2010-2013 წლებში. მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციაში. 2004 წელს იმყოფებოდა იუტას შტატში ამერიკის ბოტანიკოსთა საზოგადოების ყრილობაზე, სადაც გამოვიდა მოხსენებით თემაზე: ,,Mechanisms Of Treeline Stability In The Caucasus Mountains Of Georgia: Low Temperature Photoinhibition And Interspecific Facilitation. Abstract To The Annual Meetin Of The Botanical Society Of America’’. 2007 წელს იმყოფებოდა ჰამბურგში გერმანიის ბოტანიკოსთა საზოგადეობის ყრილობაზე, მისი მოხსნეების თემა იყო: ,,Seed Germination In Two Dominant Treeline Species Betula Litwinowii And Rhododendron Caucasicum In The Central Caucasus’’. 2012 წელს მიიღო ისააკ ნიუტონის სახელობის სამეცნიერო პრემია წარმატებისათვის. ამავე წელს გახდა ,,საბადოების სიცოცხლის პრემიის’’ ლაურეატიც.

თარიღი: 05/03/2020
კატეგორია: ბიოლოგი