საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

იაგო კაჭკაჭიშვილი
სოციოლოგი
დაბადების თარიღი 1965

იაგო კაჭკაჭიშვილი დაიბადა 1965 წლის 11 დეკემბერს. არის სოციოლოგიის დოქტორი, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულების ხელმძღვანელი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა 1982-1987 წლებში. 1991 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ფილოსოფიაში, ხოლო 2001 წელს - სადოქტორო დისერტაცია სოციოლოგიაში. კითხულობს კურსებს როგორც სოციალური თეორიების, ისე კვლევის მეთოდების სფეროში. აკადემიური საქმიანობის პარალელურად, აქტიურად არის ჩართული ემპირიული კვლევების განხორციელებაში. ხელმძღვანელობს არასამთავრობო კვლევით ორგანიზაციას ,,სოციალური ანალიზისა და კვლევის ინსტიტუტი’’ (ISSA). მონაწილეობა აქვს მიღებული ორმოცდაათზე მეტ საერთაშორისო პროექტში, როგორც პროექტის დირექტორს და/ან ანალიტიკოსს. არის 5 წიგნის და 40-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი/თანაავტორი, რომელთა ნაწილი დაბეჭდილია საერთაშორისო გამოცემებეში ინგლისურ და რუსულ ენებზე. არის საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის (,,Social Policy And Social Work In Transition’’) თანარედაქტორი (ჟურნალი გამოიცემა დიდ ბრიტანეთში). ერთობლივი აკადემიური და კვლევითი პროექტები აქვს განხორციელებული შემდეგ უნივერიტეტებთან: ნიუ-ჯერსის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აშშ), ლივერპულის უნივერსიტეტი (ინგლისი), ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტი (გერმანია), შეფილდ-ჰალამის უნივერსიტეტი (ინგლისი), ტალინის უნივერსიტეტი (ესტონეთი), ვილნიუსის პედაგოგიური უნივერსიტეტი (ლიტვა), ლუბლიანას უნივერსიტეტი (სლოვენია). 2006 წლიდან არის ევროკავშირის ტემპუსის პროგრამის სამი საგრანტო პროექტის აკადემიური ხელმძღვანელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან.

შრომები 

  • -ი. კაჭკაჭიშვილი,   სოციალური  პრაქსისის  თეორიები  (სიმბოლური ინტერაქციონიზმი.  გიდენსის  სტრუქტურიზაციის თეორია).  თსუ გამ-ბა, 2001 წ. 
  • -ი. კაჭკაჭიშვილი,  სოციალური მოქმედების თეორიები: მოღვაწეობა/ სტრუქტურა  დუალიზმის შუქზე.  თსუ გამ-ბა. 2001 წ. 
  • -ი. კაჭკაჭიშვილი,  სოციალური  მოქმედების თეორიები.  მეცნიერება,   2001 წ.
  • -კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში.  ავტორები და ანგარიშის შექმნაში მონაწილე პირები: იაგო კაჭკაჭიშვილი, ხატია ნადარაია.  2014 წ.  მე-3 კორპუსის სამკითხველო დარბაზი.
  • -იაგო კაჭკაჭიშვილი,  მამაკაცები და გენდერული  ურთიერთობები საქართველოში. თსუ მეცნიერება, 2014 წ.
  • -შრომის კულტურა და რელიგიური დისკურსი საქართველოს სხვადასხვა თემში. ი. კაჭკაჭიშვილი, თ. მატარაძე, გ. ნიჟარაძე, გ. შუბითიძე.  ინტელექტი, 2013 წ.
  • -კეთილდღეობის სისტემები  ევროპასა  და  საქართველოში: საკითხავი მასალა სალექციო კურსისთვის. პროექტის ხელმძღვანელი იაგო კაჭკაჭიშვილი.   რდ1.
  • -რატომ ვეწინააღმდეგები თსუ-ის რექტორის გადადგომას.  თბილისის უნივერსიტეტი, 2016 წ.
  • -საჯარო ლექციები; მეტი ვიდრე ინფორმაცია.  2019 წ. თსუ გამ-ბა. (თავისუფლების კულტურა საქართველოში - იაგო კაჭკაჭიშვილი.).

ბიბლიოგრაფია

 

თარიღი: 05/03/2020
კატეგორია: სოციოლოგი