საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რუსუდან ჩოლოყაშვილი
ფილოლოგი
დაბადების თარიღი 1949

დაიბადა 1949 წლის 2 დეკემბერს. 1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1972 – 1990 წლებში იყო ფოლკლორისტული სამეცნიერო ექსპედიციების მონაწილე. 1971-1987 წლებში უფროსი ლაბორანტი შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტში. 1987-2004 წლებში ამავე ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. 1985 წლიდან ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატია, ხოლო 1998 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და გახდა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. რუსუდან ჩოლოყაშვილი წლების განმავლობაში ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას. 1988-1992 წლებში ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას თბილისის მე-6 გიმნაზიაში. 1993-2001 წლებში იყო პროფესორ მასწავლებელი თბილისის ქალთა პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1996-2000 წლებში იყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი. 2000-2006 წლებში შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. 2007-2010 და 2008-2011 წლებში გახდა სამეცნიერო გრანტების გამარჯვებული. რუსუდან ჩოლოყაშვილი არაერთი ლოკალური და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე და მონოგრაფიის რედაქტორია. 2006 წლიდან დღემდე შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის განყოფილების ხელმძღვანელი და ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორია.

თარიღი: 05/03/2020
კატეგორია: ფილოლოგი