საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რევაზ ჯაფარიძე
მწერალი
დაბადების თარიღი 1923

ცნობილი ქართველი მწერალი რევაზ ჯაფარიძე დაიბადა 1923 წლის 23 მაისს საჩხერის რაიონის სოფელ ბაჯითში. 1942-1946 წლებში, ომის დროს, იმყოფებოდა საბჭოთა არმიის რიგებში. 1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი ლოგიკის განხრით. პირველი მოთხრობა ,,სიზმარი ზღვაზე’’ ჯერ ისევ სტუდენტობისას 1949 წელს გამოაქვეყნა, პირველი რომანი ,,ხევის პატარძალი’’ წიგნად გამოსცა 1951 წელს. 1955 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის წევრია. რევაზ ჯაფარიძის კალამს ეკუთვნის რომანები - ,,ხევის პატარძალი’’, ,,ჯარისკაცის ქვრივი’’ ორ წიგნად, ,,მძიმე ჯვარი’’ ოთხ წიგნად. ,,ვნების კვირა’’, ,,გზა გოლგოთისაკენ’’, ,,მხევალი უფლისა’’, მოთხრობები - ,,მარუხის თეთრი ღამეები’’, ,,ჯიმარაის ტუსაღები’’, ,,მხიარული მატარებელი’’, ,,წაბლა და ნიკორა’’, ,,ხმა იდუმალი’’, ,,ღმერთო, მომაგონე!’’, ,,იონა’’, ,,ახლო არს ზაფხული’’, მოთხრობათა ციკლი ქაქუცა ჩოლოყაშვილზე და მრავალი სხვა. ცალკე წიგნად გამოიცა და მეორე ტომში გაერთიანდა მოგზაურობის შთაბეჭდილებანი: ,,ბუხენვალდის სამრეკლო’’, ,,ადამიანის მორჩილი ზღვა’’, ,,ევროპაში და ევროპის გარშემო’’ და ა.შ. რევაზ ჯაფარიძეს თარგმნილი აქვს ი. ბაბელის, ნ. ტიხონოვის, ი. ბონდარევის, ჯ. გოლსუორთის, ვ. კერნბახისა და სხვათა ნაწარმოებები. თავად მისი რომანები და მოთხრობები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, ბელორუსულ, ლიტვურ, აზერბაიჯანულ, სომხურ, გერმანულ, ფრანგულ, ბულგარულ, რუმინულ, უნგრულ ენებზე. 1958 წელს რეჟისორმა თენგიზ აბულაძემ რევაზ ჯაფარიძის სცენარის მიხედვით გადაიღო ფილმი ,,სხვისს შვილები’’, რომელმაც მრავალი ფესტივალის პრიზი დაიმსახურა. 1983 წელს რომან-ეპოპეა ,,მძიმე ჯვარისათვის’’ რევაზ ჯაფარიძეს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა. 1993 წელს მწერლის ახალი რომანი ,,გზა გოლგოთისაკენ’’ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო პრემიით აღინიშნა. გარდაიცვალა 1999 წელს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

შრომები

  • რჩეული თხზულებანი, 4 ტომად. ტომი 1: მოთხრობები, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1987.
  • რჩეული თხზულებანი, 4 ტომად, ტომი 2: მოთხრობები, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1988.
  • რჩეული თხზულებანი, 4 ტომად, ტომი 3: ჯარისკაცის ქვრივი, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1988.
  • რჩეული თხზულებანი, 4 ტომად, ტომი 4: ვნების კვირა, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1989.
  • ადამიანის მორჩილი ზღვა, თბ.: ნაკადული, 1970.
  • ალაზანი დიდია: [მოთხრობა], თბ.: საბჭოთა საქართველო, 1981.
  • არესის ჭალა, თბ.: ნაკადული, 1976.
  • აწონილი სიტყვა, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1973.
  • ახალი წახნაგები, თბ.: მერანი, 1986.
  • ახლო არის ზაფხული, მოთხრობები, თბ.: საბჭოთა ლიტერატურა, 1955.
  • ახლობელი შორეთი, თბ.: ნაკადული, 1981.
  • ბონდი მოთხრობები, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1958.
  • ბუხენვალდის სამრეკლო (გერმანიაში მოგზაურობის შთაბეჭდილებანი), თბ.: ნაკადული, 1965.
  • ევროპაში და ევროპის გარშემო, თბ.: ნაკადული, 1978.
  • ვერცხლის აბლაბუდა: მოთხრობები, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1971.
  • ვნების კვირა: რომანი, თბ.: მერანი, 1984.
  • მარუხის თეთრი ღამეები. {დოკუმ. მოთხრობა]. თბ.: ნაკადული, 1963.
  • მოთხრობები, თბ.: ლიტერატურა და ხელოვნება, 1967.
  • მრუდე მიხა: მოთხრობები, თბ.: ნაკადული, 1989.
  • მძიმე ჯვარი: რომანი 4 წიგნად. წიგნი 1, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1979.
  • მძიმე ჯვარი: რომანი სამ წიგნად. წიგნი 2: განკითხვის დღე, თბ.: მერანი, 1976.
  • მძიმე ჯვარი: რომანი ოთხ წიგნად, წიგნი 3: ძლევის ზარი, თბ.: მერანი, 1979.
  • მძიმე ჯვარი: რომანი ოთხ წიგნად, წიგნი 4: მუმლი მუხასა, თბ.: მერანი, 1981.
  • მძიმე ჯვარი: რომანი ოთხ წიგნად, წიგნი 3-4, თბ.: 1983.
  • მწვანე ზამთრის ქვეყანა, თბ.: მერანი, 1974.
  • ოთხი დღე ჰაოსის ქვეყანაში, თბ.: მერანი, 1987.
  • სიცოცხლის ხე: [მოთხრობები], თბ.: მერანი, 1978.
  • ტყის ბიჭი, თბ.: ნაკადული, 1966.
  • ღმერთო, მომაგონე: მოთხრობა, თბ.: ლიტერატურა და ხელოვნება, 1967.
  • შხაპუნა წვიმა, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1989.
  • ხევის პატარძალი: რომანი, წიგნი 1, თბ.: საბჭოთა მწერალი, 1951.
  • ხმა იდუმალი: მოთხრობები, თბ.: საბჭოთა მწერალი, 1959.
  • ჯარისკაცის ქვრივი: რომანი, თბ.: ნაკადული, 1968.
  • ჯარისკაცის ქვრივი: რომანი ორ წიგნად, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1964.
  • ჯარისკაცის ქვრივი: რომანი: წიგნი 1, თბ.: სახელგამი, 1956.
  • ჯიმარაის ტუსადები, თბ.: ნაკადული, 1969.

ბიბლიოგრაფია

თარიღი: 05/03/2020
კატეგორია: მწერალი