თამარ ტივაძე
ისტორიკოსი
დაბადების თარიღი 1934
დაიბადა 1934 წლის 27 სექტემბერს. 1958 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1960-1964 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სსრკ ხალხთა ისტორიის კათედრის ასპირანტი. 1966 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: “ირანის საკითხი მოსკოვის სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკაში XVI საუკუნის დასასრულს და XVII საუკუნის დასაწყისში”. 1980 წელს კი სადოქტორო დისერტაცია თემაზე: “საქართველო და რუსეთ-ირანის პოლიტიკური ურთიერთობები XVII საუკუნის მეორე ნახევარში”. 1970-1995 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი. 1970-1977 წლებში კავკასიის ხალხთა ისტორიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ხოლო 1977-1985 წლებში სსრკ ხალხებთან საქართველოს ურთიერთობის ისტორიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1985-1995 წლებში ამავე განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. თამარ ტივაძე ავტორია ორი მონოგრაფიის: ,,საქართველო და რუსეთ-ირანის პოლიტიკური ურთიერთობა XVII საუკუნის მეორე ნახევარში’’ და ,,თეიმურაზ I-ის საგარეო პოლიტიკა’’. მნიშვნელოვანი სამეცნიერო სტატიები აქვს შემდეგ საკითხებზე: იმერეთის სამეფოს რუსეთთან ურთიერთობა, თუშ-ფშავ-ხევსურეთის რუსეთთან ურთიერთობა, კაზაკების მიერ გონიოს ციხის აღება და ა.შ . თამარ ტივაძე გარდაიცვალა 1995 წელს.