საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნოდარ ლომოური
ისტორიკოსი
დაბადების თარიღი 1926

1949 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1952 წელს დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში. შემდეგ წლებში ლექციებს კითხულობდა თსუ-ში, სამხატვრო აკადემიაში, აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში, ხელოვნების უმაღლეს სკოლაში. 1952 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ”პტოლემაიოსის ცნობები საქართველოს შესახებ”. 1969 წელს კი სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ”საქართველოსა და რომის ურთიერთობა”. 1965-1971 წლებში იყო თსუ-ის პრორექტორი, 1969-1971 წლებში თსუ-ის ძველი ისტორიის კათედრის გამგე. 1971-1979 წლებში ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1981 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ბიზანტინოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი. 1992 წლიდან - შ. ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი. 1992-1993 წლებში იყო სახელმწიფო საბჭოს წევრი. 1998 წლიდან მუზეუმების საერთაშორისო ასოციაციის საქართველოს განყოფილების პრეზიდენტი და საერთაშორისო ჟურნალ ”Византииский Временник” –ის სარედაქციო საბჭოს წევრი. ნოდარ ლომოურს გამოკვლევები აქვს უძველეს უცხოურ წყაროებში თბილისის მოხსენიების შესახებ. წლების განმავლობაში იყო სხვადასხვა არქეოლოგიური ექსპედიციის მონაწილე და ერთადერთი ხელმძღვანელი. არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 18 მონოგრაფიის ავტორი. 1996 წელს ღირსების ორდენი, ხოლო 2000 წელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

თარიღი: 05/03/2020
კატეგორია: ისტორიკოსი