საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნიკოლოზ ვახანია
მათემატიკოსი
დაბადების თარიღი 1930

1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1957 წელს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის ასპირანტურა. ამავე წლიდან მუშაობდა გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში. 1958 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,სასაზღვრო ამოცანები სიმის რხევის განტოლებისთვის სწორკუთხოვან არეებში’’. 1964 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, პროფესორი, კათედრის გამგე და ასევე ფაკულტეტის დეკანი. 1969 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,წრფივ სივრცეებში ალბათურ განაწილებათა თეორიის საკითხები’’. 1970 წლიდან თსუ-ის შემთხვევით პროცესთა თეორიის კათედრის გამგეა. ნიკოლოზ ვახანია ავტორია საქართველოსა და საზღვარგარეთ გამოქვეყნებული მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და 2 მონოგრაფიის (გამოიცა ინგლისურად აშშ-სა და ჰოლანდიაში). კითხულობდა ლექციებს უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში და 1970 წლიდან მონაწილეობდა სამეცნიერო კონფერენციებში. იყო ენციკლოპედია ,,საქართველოს’’ მთავარი სამეცნიერო საბჭოს წევრი და მათემატიკის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ხელმძღვანელი. 1992 წელს გახდა ანდრია რაზმაძის სახელობის პრემიის ლაურეატი. 1976 წელს და 2000 წელს ორჯერ მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი. 2000 წელს ასევე გახდა ღირსების ორდენის კავალერი. 2001 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრია. მისი მეცნიერული ინტერესების სფეროა: ფუნქციონალური ანალიზი, ალგებრა, ალბათობის თეორია უსასრულოგანზომილებიან წრფივ სივრცეებში და ა.შ.

შრომები:

  • პოლიტიკური ეკონომიის ქრესტომათია. შეადგინა ნ. ვახანიამ. თბ., თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1969
  • სსრ კავშირის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ბურჰალტერული აღრიცხვა - ანგარიშგება. თბ., 1963

ბიბლიოგრაფია

თარიღი: 05/03/2020
კატეგორია: მათემატიკოსი