საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯემალ აჯიაშვილი
მწერალი, მთარგმნელი
დაბადების თარიღი 1944

1967 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1968-1971 წლებში ირანში იყო ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო კომიტეტის სისტემის სპარსული ენის თარჯიმანი. 1972-1973 წლებში საქართველოს კულტურის სამინისტროს მხატვრული ლიტერატურის მთარგმნელი, 1974-1990 წლებში მწერალთა კავშირის მთავარი მთარგმნელობითი კოლეგიის უფროსი მეცნიერ-რედაქტორი. ჯემალ აჯიაშვილმა თარგმნა მსოფლიო კლასიკური პოეზიის ნიმუშები: ბიბლიური ფსალმუნები, ანდალუსიელი ებრაელი პოეტების ლექსები, ძველბერძნული და სპარსული პოეზიის ნიმუშები, შექსპირის, ჩიკამაცუს, ტირსო დე მოლინას, კარლო გოცის დრამატული პოემები, დანტეს, პეტრარკას, მიქელანჯელოს, რილკეს სონეტები, ვლადიმერ მაიაკოვსკის, ბორის პასტერნაკის და სხვათა ლექსები. ჯ.აჯიაშვილმა ქართველთა და ებრაელთა ურთიერთობას უძღვნა ისტორიული ესე "გაიღვიძე ქნარო!" – პიესა-მონოლოგი. არის ავტორი წიგნებისა: ,,შუა საუკუნეების ებრაული პოეზია’’, ,,შროშანი ღელეთა’’, ,,მსოფლიო კლასიკური პოეზიის ნიმუშები’’, ,,რჩეული თარგმანები’’ (სამტომეული) და ა.შ. ჯემალ აჯიაშვილი არის საქართველოს სახელმწიფო პრემიის, პარიზის ქართულ-ევროპული ინსტიტუტის, ილია ჭავჭავაძის და ივანე მაჩაბლის სახელობის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, 1995 წელს იყო ისრაელში გამომავალი მხატვრულ-ლიტერატურული დ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალის ,,დეგელის’’ პრემიის ლაურეატი, 1998 წელს დაჯილდოვდა ისრაელის პრეზიდენტის ღირსების სიგელით. იგი ასევე იყო მსოფლიო ებრაული კონგრესის, მსოფლიო სიონისტური ორგანიზაციის, ებრაულ სათვისტომოთა ევროპული საბჭოს წევრი. 2005 წელს მიიღო პრემია „საბა” საუკეთესო თარგმანისთვის „ვარსკვლავთა ჩრდილში მაღალთა თანა“. გარდაიცვალა 2013 წელს.

ბიბლიოგრაფია

გამოიღვიძე, ქნარო. ისტორიული ესსე. თბ.: “საქართველო”, 1992.

თარიღი: 05/03/2020