მანანა სანაძე
ისტორიკოსი
დაბადების თარიღი 1953
1975 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი თურქეთის ისტორიის სპეციალობით. 1976-1979 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის ასპირანტი, 1979–1981 წლებში მუშაობდა ამავე კათედრის ლაბორანტად, შემდგომ უმცროს, უფროს მეცნიერ–თანამშრომლად. 1979 წელს დაიცვა საკანდიტატო დისერტაცია თემაზე - "გლეხობა დასავლეთ საქართველოში XV - XVIII საუკუნეებში", 1982 წელს მიიღო ახალგაზრდა მეცნიერთა საუნივერსიტეტო პრემია. 1970 და 1983 წელს იყო ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი. გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო შრომა , მათ შორის 6 მონოგრაფია.