მერაბ ტურავა
იურისტი
დაბადების თარიღი 1964
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1990 წელს. 1989–1990 წწ. სწავლობდა იენის შილერის სახელობის უნივერსიტეტში. 1992–1997წწ. იყო ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი; 1998–2005წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოცენტი და იუსტიციის სასწავლო ცენტრის (შემდგომში, სამოსამართლო სწავლების) ცენტრის ლექტორი; 2000–2006წწ. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე და სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე; 1999–2006წწ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე; 2005–2008წწ. იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; არის საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი. არის ავტორი სამეცნიერო ნაშრომებისა: "სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო"(2005); "სისხლის სამართალი. ზოგადი ნაწილის მიმოხილვა"(2006, მე–7 გამოცემა– 2008). სადოქტორო დისერტაციის თემა- "დანაშაულის სისტემების შედარებითი ანალიზი", დაიცვა 1997 წელს ბერლინში. იყო სისხლის სამართლის სარეფორმო კომისიის წევრი (1998-2000), სისხლის საპროცესო სამართლის სარეფორმო კომისიის წევრი (2001-2004).