ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდის გავლის გარეშე სწავლის თაობაზე (უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის/საქართველოს მოქალაქეთათვის, რომელთაც განათლება მიიღეს საზღვარგარეთ)
ჩარიცხვის პროცედურა:
1.აპლიკაცია: აპლიკანტმა უნდა გააკეთოს განაცხადი საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ და წარადგინოს დოკუმენტები.
2.დოკუმენტების მიმოხილვა/გამოცდა: ფაკულტეტის მოთხოვნის შესაბამისად, აპლიკანტს ენიშნება გასაუბრება ან გამოცდა. ინგლისურენოვან პროგრამაზე ჩასარიცხად აუცილებელია ენის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარდგენა.
3.თანხმობის წერილი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გასცემს რექტორის წერილობით თანხმობას აპლიკანტის ჩარიცხვის შესახებ, რომელიც პირმა უნდა წარადგინოს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (მის.: ალექსიძის №1).
4.დოკუმენტების აღიარება: უცხო ქვეყანაში მიღბული განათლების აღიარების შემთხვევაში, ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, აღიარების შესახებ დასკვნას გზავნის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში.
5.ჩარიცხვა: საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, აპლიკანტი აფორმებს ხელშეკრულებას თსუ-სთან, ხოლო უნივერსიტეტი გამოსცემს ბრძანებას აპლიკანტის ჩარიცხვის შესახებ.
ჩარიცხვის უფლება და საჭირო დოკუმენტები:
ბაკალავრიატის/ ინტეგრირებულ საბაკალავრო სამაგისტრო/ ქართული ენის მოსამზადებელ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
1.ჩარიცხვის უფლება აქვთ:
უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირების, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ექვივალენტური განათლება;
უცხო ქვეყნის მოქალაქეების, რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში არანაკლებ 75 დღისა, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
2.საჭირო დოკუმენტები:
მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
უცხო ქვეყანაში მიღებული სრული ზოგადი ან მისი ექვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული შეფასებების და კრედიტების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი პირებისათვის, რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უსდ-ში.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის:
1.ჩარიცხვის უფლება აქვთ:
მაგისტრანტობის კანდიდატებს, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;
მაგისტრანტობის კანდიდატებს, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე შესაბამისად.
უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში;
საქართველოს მოქალაქეებს რომლებმაც უცხო ქვეყანაში ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში არანაკლებ 75 დღისა, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში;
2.საჭირო დოკუმენტები:
მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
უცხო ქვეყანაში მიღებული უმაღლესი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული შეფასებების და კრედიტების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი პირებისათვის, რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უსდ-ში.
უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტები უნდა იყოს თარგმნილი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ.
საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველება დოკუმენტები უნდა წარადგინონ თსუ კანცელარიაში (მის: ილია ჭავჭავაძის გამზირი N1, თსუ I კორპუსი, ოთახი 114).
დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: academicaffairs@tsu.ge.
ა) უცხოენოვანი პროგრამები და საფასურები
ბ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტები