eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გრაფიკული დიზაინის სასწავლო კურსი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრი იწვევს სტუდენტებს გრაფიკული დიზაინის სასწავლო კურსზე.

 

კურსს გაუძღვება გრაფიკული დიზაინის ლექტორი - მარიამ კაჭარავა. მას აქვს 5 წელზე მეტი გამოცდილება გრაფიკული დიზაინის ინდუსტრიაში. მონაწილეობდა გამოფენებში გერმანიაში, ესპანეთსა და პოლონეთში. თანამშრომლობს წამყვან კომპანიებთან საქართველოში და მუშაობს ისეთ პროექტებზე, როგორებიცაა: Adobe Spark და Adobe Max. კურსის ფარგლებში გაიმართება 5 ლექცია 2-4-7-9-11 ივლისს, ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრში. მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი. 

 

კურსის ფარგლებში შეისწავლით:

  • რა არის გრაფიკული დიზაინი და გრაფიკული დიზაინი ყოველდღიურ ცხოვრებაში , ფოტოშოპის მიმოხილვა;
  • ფერთა ფსიქოლოგია, ფერი როგორც ადამიანის გენეტიკური მეხსიერება;
  • ტიპოგრაფია და კოლაჟის ხელოვნება;
  • ლოგო და ბრენდების ევოლუცია ილუსტრატორის მიმოხილვა;
  • პოსტერების ვორქშოფი.


მონაწილეობის მიღება უფასოა თსუ-ს ყველა სტუდენტისთვის, მონაწილეობა შეუძლიათ ყველა სტუდენტს ფაკულტეტისა და საფეხურის განურჩევლად. 

 

რეგისტრაციისთვის შეავსეთ ბმული.

 

რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 30 ივნისი,  23:59 

თარიღი: 26/06/2025