Georgian Startup Summit-ი Startup World Cup-ის, მსოფლიოში უმსხვილესი სტარტაპ კონკურსის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც 2025 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს.
ღონისძიება არის შანსი წარადგინოთ თქვენი სტარტაპი სილიკონის ველზე, 100-ზე მეტი ქვეყნის ჩემპიონთან ერთად, Pegasus Tech Ventures-ისგან $1 მილიონიანი ინვესტიციის მოსაპოვებლად. ეს ფონდი მხარს უჭერს ისეთ ტექნოლოგიურ გიგანტებს, როგორებიცაა SpaceX, 23andMe და სხვები.
მსგავსი მასშტაბის ღონისძიება უნიკალური შანსია სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან სტარტაპებით, ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით — შეხვდნენ წარმატებულ ინვესტორებს, დაესწრონ მაღალხარისხიან პრეზენტაციებსა და პანელურ დისკუსიებს, და თავადაც გახდნენ ეკოსისტემის ნაწილი.
ღონისძიება გაიმართება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში. დაწვრილებით დღის წესრიგს მიიღებთ რეგისტრაციის შემდეგ.
რა იგეგმება 19 ივნისს:
- ინსპირაციული გამოსვლები, პანელები და Fireside Chats;
- პრაქტიკული ვორქშოპები (ფინანსირება, სამართალი, პროდუქტის განვითარება);
- სტარტაპების გამოფენა და ღია ნეთვორქინგი;
- Startup World Cup Georgia ფინალური შეჯიბრი 10 საუკეთესო სტარტაპს შორის;
- დღის დახურვა – VIP მიღება სპიკერებთან და ინვესტორებთან ერთად.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, ბილეთების მიღება შესაძლებელია მითითებული სარეგისტრაციო ფორმის შევსების შედეგად.