სამაგისტრო პროგრამის დასახელება: კონფლიქტოლოგია
მისანიჭებელი კვალიფიკაცია
პროგრამის პირველი ნაწილის დასრულების შემდგომ: კონფლიქტოლოგიის მაგისტრი / Master of Conflictology
პროგრამის მეორე ნაწილის დასრულების შემდგომ: კვლევის მაგისტრი კონფლიქტოლოგიაში / Master of Research in Conflictology
დადგენილების ნომერი: №44/2026 (დანართი №256)
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ინტერდისციპლინური მიმართულება
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორები გუგული მაღრაძე და რევაზ ჯორბენაძე
სწავლების ენა: ქართული
საგანმანათლებლო პროგრამა შედგება ორი ნაწილისაგან:
პირველი ნაწილი: 60 კრედიტი (ECTS), მათ შორის:
სავალდებულო სასწავლო კურსები: 45 კრედიტი (ECTS);
არჩევითი სასწავლო კურსები: 15 კრედიტი (ECTS).
სწავლის ხანგრძლივობა: არანაკლებ ორი სემესტრისა.
მეორე ნაწილი: 60 კრედიტი(ECTS), მათ შორის:
სავალდებულო სასწავლო კურსები: 25 კრედიტი (ECTS);
არჩევითი სასწავლო კურსები: 5 კრედიტი (ECTS);
საკვალიფიკაციო ნაშრომი: 30 კრედიტი (ECTS).
სწავლის ხანგრძლივობა: არანაკლებ ორი სემესტრისა.
კონფლიქტოლოგიის სამაგისტრო პროგრამის მისაღები საგამოცდო და გასაუბრების შეფასების კრიტერიუმები
კონფლქიტოლოგია - საგამოცდო საკითხები
კონფლიქტოლოგიის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის (პირველი ნაწილი) მიზანია მოამზადოს: დამოუკიდებელი, მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები, რომლებსაც ექნებათ ღრმა და სისტემური ცოდნა სხვადსხვა დონის და სახის კონფლიქტების სტრუქტურის, შინაარსის და დინამიკის ძირითად კანონზომიერებათა შესახებ.
კონფლიქტოლოგიის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის (მეორე ნაწილი) მიზანია მოამზადოს: დამოუკიდებელი, მაღალი კვალიფიკაციის მქონე მკვლევრები, რომლებსაც შეეძლებათ თავიანთი ცოდნის გამოყენება ისეთი კონფლიქტების ანალიზის, მოგვარების და პრევენციისთვის, როგორიცაა ინტერპერსონალური, ინტერჯგუფური, ოჯახური, სკოლის და საგანმანათლებლო სისტემის, ეთნიკური, რელიგიური, პოლიტიკური, სამხედრო (სტრატეგიული და უსაფრთხოების, ტერორიზმთან ბრძოლის, თავდაცვითი პოლიტიკის, ომების პრევენციის და საინფომაციო უსაფრთხოების შესახებ პრაქტიკული და ემპირიული ცოდნა), ბიზნეს თუ სახელმწიფოთა შორის კონფლიქტები.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის პირველ ნაწილზე (60 კრედიტიანი) ჩარიცხვის უფლება აქვს პროგრამის ინტერდისციპლინურობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სფეროს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირს, რომელიც ჩაირიცხება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებისა და ქვემოთჩამოთვლილი გამოცდების საფუძველზე:
- წერითი გამოცდის ჩაბარება სპეციალობაში;
- გასაუბრება სპეციალობასა და უცხო ენაში (დარგობრივი ინგლისური - ტექსტის წაკითხვა, გაგება, დისკუსია და პროდუცირება, რაც გულისხმობს უცხოური ენის ცოდნას სულ მცირე B2 დონეზე) .
მისაღები გამოცდების ფორმატი და საბოლოო ქულების გამოყვანის სტრუქტურა:
- წერითი გამოცდა სპეციალობაში (60 % ),
- გასაუბრება სპეციალობაში (20 %)
- გასაუბრება უცხოურ ენაში (ინგლისური ენა B2) (20 %)
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის მეორე ნაწილზე (60 კრედიტიანი) ჩარიცხვის უფლება აქვს საზოგადოებრივი გეოგრაფიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირს (პროგრამის პირველი ნაწილის დასრულებით). ამ ნაწილზე დამატებითი პირობები განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დებულებით, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის (პირველი ნაწილი) კურსდამთავრებული:
ა) ცოდნა და გაცნობიერება: 1. სისტემურად აღწერს და სიღრმისეულად განმარტავს კონფლიქტების ანალიზის და მართვის სფეროში არსებულ მრავალმხრივ, ძირითად და სისტემურ თეორიულ მიმართულებებსა და პრობლემებს; კონფლიქტების ანალიზის, დარეგულირების და მოგვარების კომპლექსურ საკითხებს და პრაქტიკული საქმიანობის შესაძლებლობებს; საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკის პროცესებს;
ბ) უნარები: 2. ცოდნაზე დაფუძნებული ახალი იდეების შეჯამებით, კონფლიქტური სიტუაციის დიაგნოსტირებით, გამოყოფს პრობლემას და აკეთებს დასაბუთებულ დასკვნებს; 3. პრაქტიკული მუშაობისთვის, კონფლიქტების ანალიზის და დარეგულირების სფეროსთან დაკავშირებით, ამზადებს წერილობით ან ზეპირ ანგარიშებს, ერთვება დებატებსა და დისკუსიებში საკუთარი პოზიციის დაცვით;
გ) პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა: 4. გეგმავს საკუთარი სწავლის პროცესს მიზანმიმართულად, შემდგომი სწავლის გაგრძელების საჭიროებებიდან გამომდინარე პროფესიული სრულყოფის მიზნით ცვალებად გარემოსთან მიმართებით; 5. აკადემიური კეთილსინდისიერებისა და პროფესიული ეთიკის პრინციპების დაცვით, თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებით მოიძიებს და სხვადასხვა რაკურსით გამოიყენებს კონფლიქტთან დაკავშირებულ ინფორმაციას, მათ შორის ქვეყნის საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკის ნაწილში.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის (მეორე ნაწილი) კურსდამთავრებული:
ა) ცოდნა და გაცნობიერება: 1. სისტემურად აღწერს კონფლიქტების ანალიზის და მართვის სფეროში არსებულ პრობლემებს და დარგის კვლევის მეთოდებს; კონფლიქტების ანალიზის, დარეგულირების და მოგვარების კომპლექსურ საკითხებს და პრაქტიკული საქმიანობის შესაძლებლობებს; საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკის პროცესებს;
ბ) უნარები: 2. კონფლიქტების კვლევის მეთოდების გამოყენებით ამუშავებს ემპირიული მასალის შედეგებს და დამოუკიდებლად აანალიზებს კონფლიქტებს; 3. დამოუკიდებლად გეგმავს, ატარებს და ხსნის (ინტერპრეტირებს) ფუნდამენტური და პრაქტიკული ხასიათის, მეცნიერულ თუ პრაქტიკულ კვლევებს; 4. ცოდნაზე დაფუძნებული ახალი იდეების შეჯამებით, კონფლიქტური სიტუაციის დიაგნოსტირებით, გამოყოფს პრობლემას და დასაბუთებული დასკვნების საფუძველზე მოიძიებს პრობლემური სიტუაციის ახლებურად გადაჭრის გზებს; 5. პრაქტიკული ან სამეცნიერო მუშაობისთვის კონფლიქტების ანალიზის და დარეგულირების სფეროსთან დაკავშირებით ამზადებს წერილობით და ზეპირ ანგარიშებს, პრეზენტაციის სახით წარუდგენს დაინტერესებულ პირებს (სპეციალისტებს და არა სპეციალისტებს), ერთვება დებატებსა და დისკუსიებში საკუთარი პიზიციის დაცვით;
გ) პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა: 6. ერთვება რეალურ კონფლიქტში მესამე მხარედ, განიხილავს საფრთხეებს და შეიმუშავებს სადავო საკითხებზე რეკომენდაციებს; 7. გეგმავს საკუთარი სწავლის პროცესს მიზანმიმართულად, შემდგომი სწავლის გაგრძელების საჭიროებებიდან გამომდინარე პროფესიული სრულყოფის მიზნით ცვალებად გარემოსთან მიმართებით; 8. იცავს, აფასებს, ავრცელებს ღირებულებით ორიენტაციებს (სოციალური სამართლიანობა, ტოლერანტობა, ადამიანის უფლებები, სიძულვილის ენის არგამოყენება, ეთნიკური უმცირესობების პატივისცემა და სხვა) და პატივს სცემს სხვების პროფესიულ ღირებულებითი ორიენტაციის პოზიციას (მათ მიმართ მიმღებლობა და სიახლეების ხელშეწყობა); 9. აკადემიური კეთილსინდისიერებისა და პროფესიული ეთიკის პრინციპების დაცვით, თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებით მოიძიებს და სხვადასხვა რაკურსით გამოიყენებს კონფლიქტთან დაკავშირებულ ინფორმაციას, მათ შორის ქვეყნის საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკის ნაწილში.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის (პირველი ნაწილი) კურსდამთავრებულს შესაძლებლობა აქვს დასაქმდეს: ყველა სფეროში, სადაც მნიშვნელოვანია კონფლიქტების პრევენცია, მოგვარება, მართვა;
- როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო და კერძო ორგანიზაციებში, ადგილობრივ თემში, სასწავლო დაწესებულებებში და სხვაგან წამოჭრილი სადაო საკითხების მოსაგვარებლად;
- სხვადასხვა თანამდებობის მქონე მუშაკთა მომზადებაში სათანადო ტრენინგების საშუალებით (რათა მათ შეძლონ თავიდან აიცილონ კონფლიქტური სიტუაციები ან კონფლიქტის შემთხვევაში მოაგვარონ წამოჭრილი კონფლიქტები მოლაპარაკების და კონფლიქტის მოგვარების სხვა ალტერნატული მეთოდების გამოყენებით, მაგ: მედიაცია, რითაც მნიშვნელოვნად უმჯობესდება ნებისმიერი დაწესებულების ორგანიზაციული კულტურა);
- როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში (შეუძლიათ ინტენსიურად იყვნენ ჩართული საერთაშორისო კონფლიქტების მოგვარებასა და პრევენციაში);
- ადგილობრივი და საერთაშორისო უსაფრთხოების სამსახურებში.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის (მეორე ნაწილი) კურსდამთავრებულს შესაძლებლობა აქვს დამატებით დასაქმდეს:
- კვლევით ცენტრებში თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
- ადგილობრივი და საერთაშორისო უსაფრთხოების სამსახურებში მკვლევარ - ანალიტიკოსად;
- საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკის ორგანიზაციებში სფეროში მკვლევრად.