სამაგისტრო პროგრამის დასახელება: ეროვნული უსაფრთხოება: დემოგრაფიული პოლიტიკა და მიგრაციები
მისანიჭებელი კვალიფიკაცია
პროგრამის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ: სოციალური მეცნიერებების მაგისტრი / Master of Social Sciences
პროგრამის მეორე ნაწილის დასრულების შემდეგ: კვლევის მაგისტრი სოციალურ მეცნიერებებში / Master of Research in Social Sciences
დადგენილების ნომერი: №44/2026 (დანართი №322)
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი ვაჟა ლორთქიფანიძე
სწავლების ენა: ქართული
საგანმანათლებლო პროგრამა შედგება ორი ნაწილისაგან: 60+60 კრედიტი (ECTS):
პირველი ნაწილი: კრედიტების მოცულობა – 60 კრედიტი (ECTS), მათ შორის:
სავალდებულო სასწავლო კურსები – 40 კრედიტი (ECTS);
არჩევითი სასწავლო კურსები – 20 კრედიტი (ECTS);
სწავლის ხანგრძლივობა: არანაკლებ ორი სემესტრისა.
მეორე ნაწილი: კრედიტების მოცულობა – 60 კრედიტი (ECTS), მათ შორის:
სავალდებულო სასწავლო კურსები – 25 კრედიტი (ECTS);
არჩევითი სასწავლო კურსები - 5 კრედიტი (ECTS);
საკვალიფიკაციო ნაშრომი - 30 კრედიტი (ECTS).
სწავლის ხანგრძლივობა: არანაკლებ ორი სემესტრისა.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის – „ეროვნული უსაფრთხოება, დემოგრაფიული პოლიტიკა და მიგრაციები“ (პირველი ნაწილი) მიზანია:
ეროვნული უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი კომპონენტების – დემოგრაფიის, დემოგრაფიული პოლიტიკისა და მიგრაციების შესახებ მრავალმხრივი თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ ჩვევების მქონე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება, დემოგრაფიული აზრის განვითარების ისტორიის შესწავლა და გააზრება. დემოგრაფიის, როგორც მეცნიერების ჩამოყალიბებისა და განვითარების გზის ცოდნა. დემოგრაფიული კატეგორიების, ცნებების, კანონების ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების უნარი. მოსახლეობის დემოგრაფიული განვითარების თავისებურებების განსაზღვრა დინამიკაში, როგორც მსოფლიო, ასევე რეგიონული და ცალკეული ქვეყნების ჭრილში; მიგრაციული პროცესების სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური, დემოგრაფიული და ეროვნული უსაფრთხობის ასპექტების გამოვლენა და ანალიზი; დემოგრაფიული პოლიტიკისა და მიგრაციული პოლიტიკის ქვეყნის ცხოვრებაში გასატარებლად, სოციალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებთან ურთიერთკავშირის განსაზღვრა;
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის – „ეროვნული უსაფრთხოება, დემოგრაფიული პოლიტიკა და მიგრაციები“ (მეორე ნაწილი) მიზანია:
ეროვნული უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი კომპონენტების – დემოგრაფიის, დემოგრაფიული პოლიტიკისა და მიგრაციების შესახებ მრავალმხრივი თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების, სამეცნიერო კვლევისა და შემოქმედებითი მუშაობის უნარის მქონე კონკურენტუნარიანი სპეციალისტებისა და მკვლევრების მომზადება; ეროვნული უსაფრთხოების შემადგენელი კომპონენტების დემოგრაფიული მეცნიერების ძირითადი თეორიების, დებულებების, ეროვნული უსაფრთხოების ზოგადი კონცეფციების და თეორიების სისტემური ანალიზი და მათზე დაყრდნობით სოციოლოგიური კვლევების ჩატარება. მიღებული შედეგების საფუძველზე შერჩეული კვლევით პრობლემატიკის შესწავლა და ნაშრომის მომზადება; მიღებული ცოდნით აკადემიურ და სამეცნიერო სფეროებში საკუთარი წვლილის შეტანა და ცოდნის გაცვლა გავრცელება სამეცნიერო წრეებსა და საზოგადოების სხვა დაინტერესებულ ნაწილში.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის პირველ ნაწილზე (60-კრედიტიანი) ჩარიცხვის უფლება აქვს ბაკალავრის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც ჩაირიცხება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებისა და ქვემოთ ჩამოთვლილი გამოცდების და გასაუბრების საფუძველზე:
● გამოცდა სპეციალობაში (შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების საფუძველზე) – წერითი გამოცდა დემოგრაფიაში (70%);
● ზეპირი გამოცდა ინგლისურ ენაში (ან დადასტურება შესაბამისი სერტიფიკატით). B2 დონეზე (20%);
● გასაუბრება სპეციალობაში (10%);
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის მეორე ნაწილზე (60-კრედიტიანი) ჩარიცხვის უფლება აქვს სოციალური მეცნიერებების მაგისტრის ხარისხის მქონე პირს (პროგრამის „ეროვნული უსაფრთხოება: დემოგრაფიული პოლიტიკა, მიგრაციები“ პირველი ნაწილის დასრულებით). ამ ნაწილზე დამატებითი პირობები განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული დებულებით საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
პროგრამის პირველი ნაწილის დამთავრების შემდეგ, კურსდამთავრებული:
- ცოდნა და გაცნობიერება: 1.1 სიღრმისეულად განმარტავს მსოფლიოში მიმდინარე მიგრაციულ პროცესებს, მათ გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებს; 1.2 განსაზღვრავს დემოგრაფიული პოლიტიკის ამოცანებს, პარადიგმებსა და სხვა პრობლემებს, რომლებიც შესაძლოა გავლენას ახდენენ ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე;
- უნარი: დემოგრაფიული პარამეტრების მიხედვით ქმნის მოსახლეობის დემოგრაფიული განვითარების მოდელებს და ახდენს მათი იმპლიმენტაციისათვის საჭირო კომპლექსური მონაცემების ანალიზს;
- პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა: 3.1 დამოუკიდებლად კურსდამთავრებული: ცოდნა და გაცნობიერება და კრიტიკულად ამუშავებს დემოგრაფიულ მაჩვენებლებს, ადგენს დემოგრაფიული პროცესების ინტენსივობას. მსჯელობს საქართველოში მცხოვრები მოსახლეობის განვითარების, ისტორიულ, გეოგრაფიულ და სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებზე; 3.2 უნივერსიტეტში მიღებული კომპეტენციის საფუძველზე შეაქვს საკუთარი წვლილი დარგის განვითარებაში, როგორც პროფესიული, ასევე სამოქალაქო აქტივობით;
პროგრამის მეორე ნაწილის დამთავრების შემდეგ, კურსდამთავრებული:
- ცოდნა და გაცნობიერება: სიღრმისეულად და სისტემურად განმარტავს დემოგრაფიულ თეორიებსა და კონცეფციებს; დემოგრაფიული პოლიტიკის ამოცანებს, პარადიგმებსა და სხვა პრობლემებს, რომლებიც შესაძლოა გავლენას ახდენენ ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე;
- უნარი: იყენებს დემოგრაფიულ თეორიებს ეროვნული უსაფრთხოების ზოგადი კონცეფციების სხვადასხვა ასპექტებს თანამედროვე დემოგრაფიულ პრობლემებთან მიმართებაში;
- პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა: 3.1 პროფესიული ეთიკისა და აკადემიური, მეცნიერული კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით, სხვადასხვა ქვეყნების მიერ გატარებული დემოგრაფიული პოლიტიკის, საერთაშორისო ორგანიზაციების გამოცდილებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, დამოუკიდებლად წერს სამაგისტრო ნაშრომს; 3.2 ავლენს მაღალ მოქალაქეობრივ პოზიციას, როგორც დამოუკიდებელი, ისე გუნდური კვლევის პროცესში. აკადემიური და მეცნიერული ეთიკის ფარგლებში მონაწილეობას ღებულობს დარგობრივ პოლემიკაში, იცავს საკუთარ და გუნდის პოზიციას, პატივს სცემს სხვის მოსაზრებებს.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის (პირველი ნაწილი) კურსდამთავრებულს შესაძლებლობა აქვს დასაქმდეს: სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში, სამინისტროებში (იძულებით გადაადგილებულთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, მეცნიერების, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა, საქსტატი), საქართველოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის აპარატში, მთავრობის ადმინისტრაციის აპარატში.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის (მეორე ნაწილი) კურსდამთავრებულს შესაძლებლობა აქვს დამატებით დასაქმდეს: სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულებაში და ბიზნეს სტრუქტურებში; არასამთავრობო და კერძო სექტორში მკვლევარ-ანალიტიკოსებად.