საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტთა მე-80 საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციის გამარჯვებულები

2020 წლის 24-25 დეკემბერს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მე-80 საუნივერსიტეტო სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია. 

გამარჯვებულები სექციების მიხედვით:

I სექცია, ინტერდისციპლინური კვლევები: თამარ ქამუშაძე - ხასიათის სიმტკიცეების როლი ნეგატიურ ემოციურ მდგომარეობებთან გამკლავებისას;

II სექცია, სოციოლოგია და სოციალური მუშაობა: მელანო ბერიძე, ნანო პაჭკორია - დისტანციური სწავლების გამოწვევები და უპირატესობები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე (სტუდენტთა პერსპექტივა);

III სექცია, პოლიტიკის მეცნიერება: სოფიო კალანდარიშვილი, თენგიზ ჯანანაშვილი - ლეგიტიმურობასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოში მიმდინარე მოვლენების მაგალითზე;

IV სექცია, ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია: სოფიკო ტაბატაძე, მარიამ ფრანგიშვილი - პოლიტიკური ლიდერების მიერ სოციალური მედიის გამოყენება (მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მაგალითზე);

V სექცია, საზოგადოებრივი გეოგრაფია: ბექა ირომაშვილი - როგორ მოქმედებს „სუპერსაკვების“ ინდუსტრია ექსპორტიორ ქვეყნებზე - გეოგრაფიული თავისებურებები;

VI სექცია, საერთაშორისო ურთიერთობები, თანაბარი ქულებით: 1) ნიკა კრაწაშვილი - 2020 წლის მთიანი ყარაბაღის ომი: სომხური დიასპორის საქმიანობა ამერიკის შეერთებულ შტატებში; 2) ლუკა ჩიტიანი - ნეო vs ნეო დებატები აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომის მაგალითზე.

თარიღი: 25/12/2020