საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

2025-26 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის აკადემიური რეგისტაციის ინსტრუქცია 25თებერვალი-2 მარტი

2025-26 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის

აკადემიური რეგისტაციის ინსტრუქცია

25თებერვალი-2 მარტი

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურზე  აკადემიური რეგისტრაციის დროს, სასწავლო კურსების  არჩევა განხორციელდება პროგრამებში არსებული საგნების წინაპირობების  შესაბამისად,  სასწავლო ცხრილის საფუძველზე. (იხ.ბმული)

სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში  ( uni.tsu.ge ) საგნების არჩევა შესაძლებელი იქნება შემდეგი წესის დაცვით:

ბაკალავრიატის საფეხური

 

25თებერვალს 12 საათიდან   შესაძლებელი იქნება:

ძირითადი სპეციალობის / major / სასწავლო კურსების  არჩევა მხოლოდ კონკრეტული სპეციალობის სტუდენტებისთვის (მაგალითად, სოციოლოგიის საგნები გაიხსნება  მხოლოდ  სოციოლოგიის მიმართულების  სტუდენტებისთვის)

ასევე გაიხსნება საფაკულტეტო, მათ შორის შესავალი სასწავლო კურსები
 

25თებერვალს  16 საათიდან   

ბაზა გაიხსნება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ყველა სპეციალობის სტუდენტისათვის (მაგალითად, საზოგადოებრივი გეოგრაფიის საგნების არჩევა შესაძლებელი იქნება  პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების  სტუდენტებისათვისაც და ა.შ)

26თებერვალს   14 საათიდან  

ბაზა გაიხსნება  სხვა ფაკულტეტის   მიერ შემოთავაზებული სასწავლო კურსების არჩევისათვის 

აკადემიური რეგისტრაციის განმავლობაში  კონსულტაციისთვის მიმართეთ შესაბამის მიმართულებებს:

საერთაშორისო  ურთიერთობები  – VI  კორპუსი, №201; 2250484  (6234)

სოციოლოგია და სოციალური მუშაობა – VI  კორპუსი, №201; 2250484 (6226)

 მსოფლიოს სოციალურ-პოლიტიკური და ტურიზმის გეოგრაფია (საზოგადოებრივი გეოგრაფია) – VI  კორპუსი,  № 201;  2250484  (6222)

პოლიტიკის მეცნიერება – VI  კორპუსი, №201;  2250484  (6223)

ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია – VI  კორპუსი,  №201; 2250484  (6237)

მაგისტრატურა/დოქტორანტურის აკადემიური რეგისტრაცია

საგნებზე რეგისტრაცია დაიწყება 26 თებერვალს 12 საათიდან  

 

აკადემიური რეგისტრაციის განმავლობაში  კონსულტაციისთვის შეგიძლიათ  მიმართოთ: მაგისტრატურა მედეა უშარაული– VI  კორპუსი, №207; 2250484  (6224)

დოქტორანტურა მაია კოტრიკაძე- VI  კორპუსი, №402;

გისურვებთ წარმატებებს

თარიღი: 23/02/2026