2025 წლის 27 იანვარს 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის 303 აუდიტორიაში შედგება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის „სოციოლოგია“ დოქტორანტ ანა პაპიაშვილის სადისერტაციო ნაშრომის "აკადემიური სოციალური პასუხისმგებლობის კვლევა ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში: ნორმატიული, ეთიკური და პრაქტიკული გზები" დაცვა.
სამეცნიერო ხელმძღვანელი - სოციოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი