საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ სტუდენტური პროექტების კონკურსში გამარჯვებული პროექტის „ვისწავლოთ, როგორ ვასწავლოთ“

 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ სტუდენტური პროექტების კონკურსში გამარჯვებული პროექტის „ვისწავლოთ, როგორ ვასწავლოთ“ პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტის ავტორია თსუ განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი ბაია კუბლაშვილი, მასთან ერთად პროექტს ახორცილებდა ამავე ფაკულტეტის დოქტორანტი თათა მაღლაკელიძე.

პროექტის ფარგლებში მომზადდა 7 ვიდეოკლიპი - კვალიფიციური საგანმანათლებლო რესურსი (თვალსაჩინო ვიდეოები და განმარტებითი პრეზენტაციები). ვიდეოკლიპების მიზანია შეიქმნას ვირტუალური სივრცე, რომელიც მშობლის მხარდამჭერის როლს იტვირთებს და პასუხს გასცემს მათ კითხვებს.

პროექტი „ვისწავლოთ, როგორ ვასწავლოთ“ თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის განათლების ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მხარდაჭერით განხორციელდა.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი.

თარიღი: 21/11/2021