საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 105-ე წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები -განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტი

2 თებერვალს თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის 105 წლის იუბილეს ფარგლებში თსუ-ის განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა ღონისძიებები:

პანელური სესია: „ქალთა გაძლიერების ხელშეწყობა უწყვეტი განათლების კონტექსტი“ . შეხვედრას წარუძღვნენ თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორები, ეკატერინე ფირცხალავა და ზაქარია ქიტიაშვილი, თსუ-ის „განათლების მეცნიერებების“ საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტი, მარინე გოგნელაშვილი.

მრგვალი მაგიდა: „უმაღლესი სკოლის მასწავლებელთა გამოცდილების გაზიარება სასწავლო პროცესში“.  თსუ-ის განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება  სასწავლო პროცესში წამოჭრილ თემებთან მიმართებით.

პანელური სესია: „დამწყები მასწავლებლების მიერ სტუდენტებისათვის გამოცდილების გაზიარება“. მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამის კურსდამთავრებულებმა ისაუბრეს პროფესიის თანმდევი გამოწვევებისა და მათი გადალახვის გზების შესახებ.

თარიღი: 03/02/2023