საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს!

ცხადდება კონკურსი 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში სტიპენდიის მოსაპოვებლად!

კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადი (ვორდის ფაილით) უნდა გამოიგზავნოს ელ. ფოსტაზე ა.წ. 10 დეკემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით.

განაცხადთან ერთად წარმოსადგენი დოკუმენტები:

  1. პირადობის მოწმობის ასლი (კითხვადი პირადი ნომრით). სასურველია PDF ფაილი სახელწოდებით: გვარი, სახელი, პირადობა;
  2. „საქართველოს ბანკის“ ანგარიშის ნომრის ამონაწერი. სასურველია PDF ფაილი სახელწოდებით: გვარი, სახელი, ანგარიშის ნომერი;
  3. შესაბამისი აქტივობის დამადასტურებელი დოკუმენტები (არსებობის შემთხვევაში):
  • გასული სემესტრის (3 თებერვლიდან - 13 სექტემბრის ჩათვლით) პუბლიკაციები (ყურადღებით წაიკითხეთ კრიტერიუმების შენიშვნების მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები). პუბლიკაციის თარიღი, ავტორი და სათაური უნდა იყოს კითხვადი. ერთ ფაილში, სახელწოდებით: პუბლიკაციები;
  • გასული სემესტრის (3 თებერვლიდან - 13 სექტემბრის ჩათვლით) სამეცნიერო სტუდენტური კონფერენციებისა და ტრენინგების საბუთები (ყურადღებით წაიკითხეთ კრიტერიუმების შენიშვნების მე-7 პუნქტი). თარიღი და სათაური უნდა იყოს კითხვადი. ერთ ფაილში, სახელწოდებით: კონფერენციები.

განაცხადის ფორმა იხილეთ დანართის სახით

საბუთები გამოაგზავნეთ ელ. ფოსტაზე: maia.rusitashvili@tsu.ge

საბუთები მიიღება მხოლოდ თსუ-ს ელ. ფოსტიდან.

სასწავლო ბარათის ამონაწერს გაგიმზადებთ მას შემდეგ, რაც შემოვა თქვენი განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ.

განაცხადის გაგზავნიდან მომდევნო დღის 22  საათამდე მიიღებთ წერილობით დასტურს დოკუმენტაციის წარმატებით გაგზავნის შესახებ, ამონაწერს სტუდენტის ბარათიდან და ინფორმაციას თქვენი საკონკურსო ქულის შესახებ.

 

ბაკალავრიატში სახელმწიფო სტიპენდიების განაწილების კრიტერიუმები

ბრძანება

 

კონკურსში არ მონაწილეობენ პირველი და დამატებითი სემესტრების სტუდენტები.

დაგვიანებული განაცხადი არ მიიღება!

თარიღი: 09/12/2020