საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პედაგოგიკა მაინორ პროგრამის სტუდენტთა საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ პედაგოგიკის მაინორ პროგრამას აკრედიტაციის ვადა ეწურება 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებამდე. აღნიშნული საკითხი გაწერილია საქართველოს კანონში - განათლების ხარისხის განვითარების შესახებ (მუხლი 322) - „2011-2012 და 2014-2015 წლებში აკრედიტებული მასწავლებლის მომზადების ბაკალავრიატის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები (ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი ნაწილია) აკრედიტებულად ჩაითვალოს 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებამდე“.

ამ ეტაპზე პროგრამით გათვალისწინებული საგნები წესისამებრ ცხადდება და პროცესი მაქსიმალურად იქნება სტუდენტზე ორიენტირებული, რომ უნივერსიტეტის მიერ პროგრამით ნაკისრი ვალდებულებები ჯეროვნად შესრულდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პედაგოგიკის დამატებითი პროგრამის მესამე და მეოთხეკურსელი სტუდენტები დაასრულებენ აკრედიტირებულ პროგრამას ( სრული 60 კრედიტის მოგროვების შემთხვევაში) დიპლომში შესაბამისი ჩანაწერის მითითებით. ხოლო პირველ და მეორეკურსელებს, რადგანაც ამჟამად არსებული საკანონმდებლო რეგულაციებით არ მოუწევთ აკრედიტებულ რეჟიმში პროგრამის დასრულება, გავლილი კრედიტები ჩაეთვლებათ თავისუფალ კრედიტებად დიპლომის დანართში შესაბამისი მითითების გარეშე.

აქვე აღვნიშნავთ, რომ თსუ-ის განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროგრამის ხელმძღვანელი და საქართველოს სხვა უნივერსიტეტების განათლების მიმართულებების პასუხისმგებელი პირები მჭიდროდ თანამშრომლობენ  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, რათა პედაგოგიკის დამატებით პროგრამა, როგორც მასწავლებლის მომზადების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, კვლავ დარეგულირდეს კანონით. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში (თუკი საქართველოს კანონში უმაღლესი განათლების შესახებ გაჩნდა ჩანაწერი პედაგოგიკის დამატებითი პროგრამით მასწავლებლის მომზადების შესაძლებლობის შესახებ), პირველი და მეორეკურსელებისათვის განსხვავებული პირობები იქნება, რაც ეცნობებათ კიდეც მათ დეპარტამენტის მიერ.

თარიღი: 26/01/2021