საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტური კონფერენციის შესახებ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 105 წლის იუბილესთან დაკავშირებით თებერვლის პირველ დეკადაში ტარდება მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტური კონფერენცია.   კონფერენცია მოიცავს სამივე საფეხურის სტუდენტების ჩართულობას: ბაკალავრის, მაგისტრის და დოქტორანტურის. მოხსენებები უნდა იყოს აუცილებლად კვლევითი ხასიათის.

კონფერენციაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი და თქვენი ხელმძღვანელის  პირადი მონაცემები (სახელი, გვარი, სტატუსი,  მეილი, ტელეფონის ნომერი) თანდართულ აბსტრაქტთან ერთად შემდეგ მისამართებზე: ssstsumd@tsu.ge და medicine@tsu.ge   

აბსტრაქტი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე (თითოეულ ენაზე არაუმეტეს სამი გვერდისა).

ექსპერტთა მიერ შერჩეული აბსტრაქტები დაიბეჭდება თსუ ინგილურენოვან (Scholar-ში და EBSCO-ში იდექსირებულ) სამეცნიერო ჟურნალში.

კონფერენციის ჩატარების ზუსტ თარიღსა და ყველა დანარჩენ დეტალს მოგვიანებით მოგაწვდით.     

გისურვებთ წარმატებებს!

თარიღი: 10/01/2023